საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის შედეგების მისაღწევად საჭიროა 200 ECTS (120 ამერიკული კრედიტი) კრედიტის დაგროვება. პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობაა 3 (სამი) აკადემიური წელი. პირველი ორი წელი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში (150 ECTS; 75 ECTS წელიწადში), ხოლო ბოლო, მესამე წელი NJCU-ში (50 ECTS; 30 ამერიკული კრედიტი).
1 ECTS უდრის 25 სასწავლო საათს, რაც მოიცავს როგორც საკონტაქტო საათებს, ასევე დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოყოფილ დროს (შუალედურ და საბოლოო გამოცდებს, ასევე საშინაო დავალებებს).
პროგრამა მოიცავს როგორც ვიწრო სპეციალიზაციის კურსებს, ასევე თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსებს:
ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები (155 ECTS):
- სავალდებულო სასწავლო კურსები – 140 ECTS;
- არჩევითი სასწავლო კურსები – 15 ECTS.
თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსები (45 ECTS):
- საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები – 15 ECTS;
- ინგლისური ენა (სავალდებულო) – 10 ECTS;
- მეორე უცხო ენა (სავალდებულო) – 20 ECTS.
იხილეთ პროგრამა.
