მიღების წესები

მიღების წესი


კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა:

 

  1. ბაკალავრის ხარისხი
  2. საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარება
  3. B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება
  4. ონლაინ რეგისტრაცია
  5. შიდა სასკოლო გასაუბრება 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

 

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ნიშნების ფურცელი
  • რეზიუმე
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი

 

 

პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. ამისათვის, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • ან ამ ცოდნის დადასტურება უნდა შეძლოს დიპლომის დანართით
  • ან გაიაროს ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირება, რომლის შეფასების კრიტერიუმები დგინდება წინასწარ, სკოლის საბჭოს მიერ
  • აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები, თავისუფლდებიან აღნიშნული სერტიფიკატის და ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირების ვალდებულებისაგან

 

საბუთების შემოწმების ეტაპის შემდგომ აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან, რომლის ფარგლებშიც დგინდება  საჯარო მმართველობის დარგის შესახებ აპლიკანტის საბაზისო ცოდნა და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია.  აპლიკანტი ფასდება 100 ქულიდან, რომელშიც 60 ქულას წარმოადგენს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის A ტესტის შედეგები, ხოლო 40 ქულა წარმოადგენს მიმღებ კომისიასთან გასაუბრების შედეგს (20 ქულით ფასდება სპეციალობის ცოდნა, ხოლო 20 ქულით აპლიკანტის პრეზენტაბელურობა და სწავლის გაგრძელების მოტივაცია/უნარი).  

 

პროგრამაზე სტუდენტის მობილობით გადმოსვლის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლის პროგრამის დირექტორი და სკოლის დეკანი ზემოთ დათქმული პირობების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება სტუდენტის მობილობის შესახებ ფორმდება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ერთიანი ბრძანებით.

 

თარიღები:

 

 

  • საბუთების მიღების ბოლო ვადა - აგვისტო; A2 ოთახი

  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) -  სექტემბერი

  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა სპეციალობაში - სექტემბერი

  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან - სექტემბერი 

  • საბუთების წარდგენამდე გთხოვთ გაიაროთ 1 წუთიანი ონლაინ რეგისტრაცია 

 

 

სწავლების საფასური: პროგრამის სრული ღირებულებაა 9,900 ლარი

 

გადახდის პირობები

 

საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად

 

CU გრანტი

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  •  თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

შიდა საგრანტო გამოცდა შედგება 15 ტესტური კითხვისგან და 3 მოკლე ესეს ტიპის კითხვისგან. ტესტური კითხვები ამოწმებს კანდიდატის უცხო ტექსტის ანალიზის უნარს და მარტივი რიცხობრივი მონაცემების ინტერპრეტაციის უნარს. ესეს ტიპის კითხვები ამოწმებს არგუმენტაციის უნარსა და სასურველი სპეციალობის შესახებ ზოგად ცოდნას.

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

 

CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის ღირებულების 10%-იან დაფინანსებას.