პროგრამის მიმოხილვა

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე პროფესიონალი საჯარო მოხელეების აღზრდა და ამით ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სისტემის გარდაქმნის ხელშეწყობა.

 

დღეს საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელთაგან უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარება თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვით, თანამედროვე ევროპული და უნივერსალური დემოკრატიული ფასეულობათა სისტემის შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამ გამოწვევების დაძლევა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს სისტემურ ცვლილებებს სახელმწიფოს მართვის, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში.  

 

ამ ხედვის გათვალისწინებით, კავკასიის საჯარო მმართველობის პროგრამის მიზანია ისეთი პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა საჯარო მმართველობის სფეროში და პრაქტიკული უნარები ქყვეყნის მართვის პროცესის შესახებ.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა გაწევრიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთევროპის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელში (NISPAcee). 

 

სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და მათ შორის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიერ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტის ამავე მიმართულების პროგრამებთან.

 

კავკასიის საჯარო მმართველობის სკოლისა და პროგრამის  კონცეფცია 2006 წლიდან შემუშავებულია და განვითარებულია NISPAcee ქსელის ორი ვადით არჩეული პრეზიდენტის (გარდაცვალებამდე, 2012 წ.) დოქტორი, პროფესორი მზია მიქელაძის მიერ.

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.