საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობაა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის კატალოგი