კავკასიის მედიის სკოლის ციფრული კომუნიკაციისა და მედია-არტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. მიღების წინაპირობა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა.
სწავლის ღირებულება - წელიწადი 6990 ლარი.
სწავლა უფასოდ TOP 501
კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას და მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით. ეს წესი ვრცელდება ციფრული კომუნიკაციისა და მედია-არტის საბაკალავრო პროგრამაზეც.
სწავლა თანადაფინანსებით - CU გრანტი
თუკი ჩვენ ვიქნებით თქვენი I არჩევანი და სახელმწიფოსგან მიიღებთ 70-100%-იან გრანტს, მაშინ თქვენ უნივერსიტეტი დაგაჯილდოებთ ყოველწლიურად დამატებით 2,500 ლარით. შესაბამისად, 100%-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში თქვენი წლიური გადასახადი ხდება 2240 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 2915 ლარი.
გრანტი სწავლის პროცესში:
- კურსზე რეიტინგით პირველი გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება;
- კურსზე რეიტინგით მეორე იხდის სწავლების საფასურის მხოლოდ 50%–ს;
- კურსზე რეიტინგით მესამეს აქვს სწავლის საფასურის 30%–იანი გრანტი.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ციფრული კომუნიკაციისა და მედია-არტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასაბარებელი საგნებია:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული);
- ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: ისტორია, მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.