დიპლომატიური პროგრამების დირექტორი

BIOGRAPHICAL SUMMARY

პროფესორი ვასილ სიხარულიძე, MD, MPA, DFNWC 

 

 

პროფესორ ვასილ სიხარულიძეს აქვს ეთიკური ხელმძღვანელობის გამორჩეული გამოცდილება და არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯში დიპლომატიის პროგრამების დირექტორი.

 

პროფესორი სიხარულიძე არის გამორჩეული დიპლომატი,  ექიმი  ფსიქიატრი. იგი არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და  2009-2010 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური სპეციალური მრჩეველი. მას ასევე ეჭირა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2008-2009 წლებში და შეერთებული შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2005-2009 წლებში.

 

პროფესორი სიხარულიძე 2004 წლიდან 2005 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლის მარტიდან ივლისამდე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილ და ასევე იგივე წლის ივლისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.  2005 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, მის კომპეტენციაშიც შედიოდა პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული საკითხები. 2002 წლიდან 2004 წლამდე იგი მუშაობდა ნატოში საქართველოს მისიის უფროსის მოადგილედ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სამმართველოს უფროსად 2000 წლიდან 2002 წლამდე. 1996 წლიდან 2001 წლამდე იყო მთავარი სპეციალისტი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში. ის არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი და 1995 წლის 1996 წლამდე იყო პირველი აღმასრულებელი დირექტორი.

 

პროფესორმა სიხარულიძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიიღო დოქტორის ხარისხი ფსიქიატრიაში. 1993-1995 წლებში მუშაობდა სპეციალობის მიხედვთ ფსიქიარიის ინსტიტუტში. 2011 წელს მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა სახელმწიფო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით, და 2018 წელს მიიღო შეთავაზება და დაინიშნა პროფესორად კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც ის  ლექციებს კითხულობდა  2013-2016 წლებში. ის ასევე ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და იყო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი.

პროფესორი სიხარულიძე ფლობს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდებას და სახელმწიფო სამსახურის ფაქტობრივი მრჩეველის ხარისხს. მან 2001-2003 წლებში მიენიწა ნატოს სტიპენდია, 2018 წელს დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დამსახურებული მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ის არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პუბლიკაციების უსაფრთხოების მიმოხილვის თანაავტორი.

პროფესორ სიხარულიძეს მიღებული აქვს  მრავალი ჯილდო და დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით საქართველოს ღირსეული სამსახურისთვის. ის საუბრობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

 

როგორც დიპლომატიის პროფესორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროგრამების დირექტორი, პროფესორი ვასილ სიხარულიძე მხარს უჭერს აკადემიური ოსტატობის უმაღლეს სტანდარტებს და ერთგულია კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯისა და მისი გლობალური ქსელის წინსვლისა. 

 

ამ ბიოგრაფიულ შინაარსში მოცემული ინფორმაცია ზუსტია და დამოწმებულია იურიდიული დოკუმენტაციით.