მრგვალი მაგიდა - სილიციუმის ველის კვანტური გამოთვლა და კიბერუსაფრთხოება

1 ნოემბერი 2018

1-ლ ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის თანადაფინანსებით, პალტო ალტოში (კალიფორნია), მრგვალის მაგიდის პრინციპით გაიმართა შეხვედრა კვანტური გამოთვლისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სკიპ სანცერი, NWC/CU გუნდის ღირებული წევრი და ლიდერი ამ მნიშვნელოვანი დარგების კვლევაში.

 

ამ წარმატების გათვალისწინებით, 2019 წლის მომდევნო ღონისძიება, გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დოქტორ ინეს გოკელის მიერ იქნება ფოკუსირებული სამედიცინო ეთიკაზე.

 

კვანტური გამოთვლისა და კიბერუსაფრთხოების პანელის მოდერატორები იყვნენ D-Wave-ის აღმასრულებელი დირექტორი, სკიპ სანცერი და ვერნ ბრაუნელი, Bohr Technology– ის აღმასრულებელი დირექტორი, ვიტოლ კოვალჩიკი, Rigetti Computing-ის პროდუქციის ხელმძღვანელი, რაიან კარლე და Atom Computing–ის აღმასრულებელი დირექტორი, ბენ ბლუმი. ღონისძიებას ესწრებოდა საწარმოების 100-ზე მეტი ლიდერი და სტარტაპის ხელმძღვანელი, კვანტურ გამოთვლებსა და კიბერუსაფრთხოების რისკების თემებზე სასაუბროდ. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ რომ კომპანიებმა უნდა დაიწყონ კვანტური კიბერუსაფრთხოების თავდაცვითი სამუშაოების დაგეგმვა, რადგან კომპიუტერი გახდეს უფრო მძლავრი და უნარიანი ტექნიკა.

 

ინდუსტრიის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღო მონაწილეობა პანელში. მათ განიხილეს კვანტურ გამოთვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები.