სტუდენტთა მომსახურების ცენტრი 2018 წელს შეიქმნა, ცენტრის მიზანია სტუდენტებისათვის საჭირო ყველა სერვისის გაერთიანება ერთ სივრცეში.
ცენტრში დასაქმებულები არიან უნივერსალური კვალიფიკაციის მქონე მენეჯერები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწვდიან საჭირო ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს. ცენტრის მენეჯერები სტუდენტებს აცნობენ ზოგად საუნივერსიტეტო რეგულაციებს და ეხმარებიან მათ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.