თემატიკა

  • ინკოტერმს 2020-ის ზოგადი შესავალი
  • ცვლილებები 2000-2010-2020
  • სავაჭრო გარიგების შედგენის პრინციპი და ინკოტერმსი (რა არის აუცილებელი ვიცოდეთ)
  • სავაჭრო წესები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები და ქეისების განხილვა

 

ყოველი სესია მოიცავს პრეზენტაციის ნაწილს (თემატიკის გაცნობა), დისკუსიას, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პრეზენტაციებს. ტრენერის მიერ ჯგუფი დაყოფილია 4-5 კაციან სამუშაო ჯგუფებად, რომლებიც მუშაობენ ჯგუფურ დავალებასა და პრეზენტაციაზე.

 

ტრენინგის დროს გამოყოფილია შემდეგი ფასილიტაციის მეთოდები:

 

  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია
  • სიმულაცია
  • პრეზენტაცია

 

ტრენინგის ფარგლებში, ინდივიდუალური მონაწილის მიერ მასალის ათვისების ხარისხის შეფასება ხდება წინასწარი და საბოლოო ტესტირების (pre-post) მეთდით. კონკრეტულად, ტრენინგის დაწყების დღეს, მასალის გაცნობამდე მონაწილეებს ურიგდებათ ტესტები (10 შეკითხვა მალთიფალ ჩოისით), ტრენინგის დასრულების შემდგომ ხდება იგივე ტესტის დარიგება. შემოწმების შედეგები იძლევა კონკრეტული მონაწილის მიერ მასალის გაცნობისა და საკითხის გარშემო პროგრესის შებასების საშუალებას. ორივე შემოწმებული ტესტის  ვერსიები გადაეცემათ მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდგომ, იმავე დღეს.