ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ პრეზენტაცია

15 ოქტომბერი 2020

 

                                

                                         

                                                                   

 

 

15 ოქტომბერს, ერაზმუს+ დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა 2020 წლის Jean Monnet Project-ის გამარჯვებული პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ პრეზენტაცია, კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წინაშე.

 

პროექტის იმპლემენტაციას ახორციელებს კავკასიის სამართლის სკოლა/CSL.

 

ღონისძიება გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ერაზმუს+ პროგრამის ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა იოსებ ნანობაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა ირენა მელუამ.

 

პროექტის მიზნების, ამოცანებისა და კონკრეტული საქმიანობების შესახებ ისაუბრეს პროექტის კოორდინატორმა სოფიო შენგელიამ, პროექტის თანა-კოორდინატორმა ეკატერინე ქარდავამ, პროექტის ექსპერტებმა სოლომინ მენაბდიშვილმა, თამარ ქალდანმა და გურანდა ჭელიძემ.

 

ერაზმუს + -ის ღონისძიებების შესახებ, გთხოვთ, იხილეთ ბმული.