აქვთ თუ არა მდიდარი ეკონომიკის ქვეყნებს უკეთესი აღრიცხვის ხარისხი? საერთაშორისო ფაქტები

 

 

“Do Wealthy Economies have Better Accounting Quality?

International Evidence”

 

პროექტის ამოცანები

 

ამ კვლევითი პროექტის მიზანია დაადგინოს აქვთ თუ ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მშპ-ს მქონე ქვეყნებს უკეთესი ხარისხის ფინანსური ინფორმაცია.

 

პროექტის საქმიანობა და შედეგები

 

ბოლის (2016) აზრით, მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მეტს ხარჯავენ ანგარიშგების ინფრასტრუქტურის - მათ შორის, ფინანსური, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების -  შექმნასა და განვითარებაში, რასაც საბოლოო ჯამში ფინანსური ანგარიშგების უკეთეს ხარისხამდე მივყავართ. წინამდებარე ნაშრომში გამოთქმული თვალსაზრისით, მდიდარი ქვეყნები (ღარიბ ქვეყნებთან შედარებით) მართლაც აქვეყნებენ მეტ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების კონტროლის და არა მისი შეფასების თვალსაზრისით. არგუმენტი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ერთი მხრივ მდიდარი ეკონომიკების ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებს, რის გამოც დაბალია საბუღალტრო ინფორმაციის მოთხოვნა შეფასების გადაწყვეტილებების მიღებისას. მეორე მხრივ, საკონტროლო ხასიათის ინფორმაციის არსებობა საჭიროა მაშინაც, როდესაც ინფორმაციის სხვა (გარე) წყაროები არსებობს, რადგან შიდა (მენეჯერული) ინფორმაცია საშუალებას აძლევს მმართველ რგოლს ეფექტურად აკონტროლოს და დაგეგმოს საქმიანობები. წამოყენებული ჰიპოთეზის ტესტირებისთვის ნაშრომი იკვლევს Compustat Global და Compustat North America-დან მოპოვებულ 40 ქვეყნის კაპიტალის ბაზრის საბუღალტრო და საბაზრო მონაცემებს, 1992-დან 2016 წლამდე პერიოდში. ქვეყნის სიმდიდრესა და მოწოდებული ინფორმაციის საკონტროლო და შესაფასებელ ღირებულებას შორის მნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია იკვეთება, რის გამოც ისინი აღრიცხვის სისტემის ალტერნატიულ მიზნებად უნდა განვიხილოთ და არა თავსებადებად. ნაშრომი ადგენს, რომ მდიდარი ქვეყნები ღარიბებთან შედარებით იძლევიან მეტ საკონტროლო ღირებულების მქონე ინფორმაციას,  შეფასების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციას კი იმავე რაოდენობით, როგორითაც ღარიბები. ინფორმაცია საყურადღებოა როგორც ინვესტორების ასევე სტანდარტების დამდგენებისთვის.

 

პრექტის დაწყებისა და დასრულების თარიღები16.05.2018 – 15.11.2018

 

კოორდინატორი უნივერსიტეტილუდვიგ მაქსმილანის უნივერსიტეტი, გერმანია.

 

პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებიკავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო

 

მთავარი მკვლევარი: პროფ. ერეკლე პირველი.