პროექტის შესახებ

 

   

 

                                             

   

E-FIX

 

„ენერგიის დაფინანსების ინოვაციური მიქსის შემუშავება და გადაცემა, მდგრადი ენერგიის პროექტებში გაზრდილი ინვესტიციისთვის, კერძო სექტორის დაფინანსების გასააქტიურებლად“

 

პროექტის მიზნები:

E-FIX პროექტის საერთო მიზანია ევროპული ბაზრის მომზადება - ყურადღება გამახვილდეს ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. ასევე იმ ქვეყნების ბაზრებზე, რომლებმაც ახლახანს მიიღეს ევროკავშირთან ასოცირების სტატუსი - ინოვაციური დაფინანსების ინტენსიური მექანიზმების გამოყენებისთვის ენერგეტიკის სექტორში, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციების ზრდას ენერგეტიკულ პროექტებსა და მომსახურებებში.

E-FIX პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ენერგეტიკული პროექტებისთვის კერძო დაფინანსების გააქტიურებას, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების გამოყენებით, კონკრეტულად: საკრედიტო ხაზები ენერგოეფექტურობის კონტრაქტების დადებისთვის (EPC), ქრაუდფანდინგისა და სალიზინგო მოდელები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის.

 

პროექტის საქმიანობა და შედეგები:

 

E-FIX პროექტი:

 

  • გამოიწვევს ცოდნისა და კომპეტენციის ზრდას - ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების შესაძლებლობების გათვალისწინებით - და შექმნის ეროვნულ შესაძლებლობებს, რათა გამოყენებულ იქნას ინოვაციური დაფინანსების მექანიზმები.
  • უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიული ფონის შექმნას, E-FIX დაფინანსების მექანიზმების გაგრძელებისა და რეპლიკაციისთვის
  • გამოიწვევს პარტნიორ ქვეყნებში მდგრადი ენერგიის პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში და საფუძველს ჩაუყრის პროექტის დასრულების შემდგომ გამოყენებას
  • წარმოაჩენს და სტაბილურად შემოიტანს გადაწყვეტილებების დაფინანსების ინოვაციურ მოდელებს, განსაკუთრებით, ცენტრალურ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ბაზრებისთვის
  • გააძლიერებს ენერგეტიკული ტექნოლოგიების სპეციალიზირებულ ბაზარსა და მომსახურებას ევროკავშირის მასშტაბით, (საერთაშორისო) გამოცდილების მოთხოვნილების გაზრდის ხარჯზე და წვლილს შეიტანს ინოვაციური ბიზნეს მოდელებისა და პროდუქტების გაჩენაში, ენერგოეფექტურობისა და REN სფეროში, როგორც პარტნიორ ქვეყნებში, ისე ევროკავშირის მასშტაბით

 

E-FIX- ის ფარგლებში, პროექტის დაინტერესებულ მხარეები განიხილებიან სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებში. მწარმოებლობის გაზრდის ტრენინგები იქნება კონცენტრირებული დაინტერესებული მხარეთა ჯგუფებზე, რომლებსაც ზრდის პოტენციალი გააჩნიათ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ხოლო E-FIX მიდგომის სტრატეგიული ფიქსაციისკენ გამიზნული საქმიანობა მიმართავს პოლიტიკის შემქმნელებსა და საჯარო ხელისუფლებას. პროექტი ასევე გაუვრცელებს საკუთარ შედეგებს E-FIX-ის დაფინანსების კამპანიის პოტენციურ განმახორციელებლებს, ანუ, პროექტის შემქმნელებს ,ბიზნესის/ინდუსტრიის სექტორიდან, ენერგორესურსების პროვაიდერებსა და საჯარო ინსტიტუტებს, მუნიციპალურ დონეზე.

 

შეგიძლიათ ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებ–გვერდს

 

პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები: 01.03.2018 - 28.02.2021

 

ბროშურა