საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021

8 თებერვალი 2020

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა სტუდენტების მიღება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივ სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე. 


პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ:

 

  • სოფლის მეურნეობა
  • განათლება
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სამართალი
  • არქიტექტურა
  • საჯარო მართვა
  • მენეჯმენტი

 

იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება: 

 

  • უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
  • უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე
  • უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
  • უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას 

 

კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2020 წლის 3 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით.


დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაცისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდს .