International Citizen Media Award 2017

12 დეკემბერი 2016

The Citizen Media Centre Bennohouse Munster-ისა და European Youth4Media Network-ის ორგანიზებით, გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნაზე. კონკურსის დასრულების შემდგომ გაიმართება საერთაშორისო მედია დაჯილდოვება 2017. ჟიური, გამარჯვებულებს გადასცემს ფულად ჯილდოს. პირველი ადგილის შემთხვევაში, საუკეთესო ვიდეო მიიღებს 700 ევროს, ხოლო საუკეთესო აუდიო ჩანაწერი - 300 ევროს. 

 

2017 International Citizen Media Award- ის თემატიკა გახლავთ: "კულტურული მემკვიდრეობა - წარსულზე მოგონებები, როგორც მომავლის გასაღები". 

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა არის 28 თებერვალი. გამარჯვებული კონკურსანტები ჯილდოს მიიღებენ 6 მაისს, პრიზების გადაცემის ცერემონიალზე Citizen house Bennohaus- ში. 

 

გისურვებთ წარმატებებს!