კრიშტოფ სკუბიშევსკის სტიპენდია

25 მარტი 2020

გაცნობებთ, რომ კრიშტოფ სკუბიშევსკის ფონდი, ვარშავა, პოლონეთი (The Krzysztof Skubiszewski Foundation), 2020-2021 აკადემიური წლისთვის  აცხადებს კონკურსს, სტიპენდიისა და კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად, შემდეგ მიმართულებებზე:

 

  • სამართალი
  • პოლიტიკის მეცნიერება
  • თანამედროვე ისტორია 

 

სტიპენდიის მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა. 

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევები თავიანთ სფეროში. 

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 8 აპრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ  ბმულს.