World Asian Case Competition 2020

20 მარტი 2020
აზიის ბიზნესის აკადემია (Asian Business Academia, AAB) აცხადებს სტუდენტების მიღებას საერთაშორისო კონკურსში WACC 2020 (World Asian Business Case Competition) მონაწილეობის მისაღებად. 


კონკურსის სახელწოდება:„ How Asian Brands Soar”.


მონაწილეობის მსურველებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფი) უნდა შეისწავლონ წამყვანი, აზიური კომპანიის საქმიანობა და მათი მსოფლიო წარმატების შესახებ წარადგინონ პრეზენტაცია.


კონკურსში მონაწილე საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა 8 აგვისტოს ეწვიოს სეულს, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მონაწილეობის შესახებ პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ  1 აპრილამდე.  ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოვლინდებიან 12 ივნისს.

 

საგულისხმოა, რომ AAB, აწესებს ჯილდოს კატეგორიებში: „The AAB Best Educator of the Year Award” და„The Best Business Creative Capitalism Award“. ჯილდო გადაეცემათ ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში, საგანმანათლებო საქმიანობით დაკავებულ წარმატებულ პირებს.


დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ  ბმულს.