მე-8 წლიური საერთაშორისო კონფერენცია

20 ოქტომბერი 2020

20-23 ოქტომბერს, მკვლევარებისა და ლექტორებისათვის ლიეტუვაში (Panevėžys University of Applied Sciences) ტარდება მერვე წლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „მეცნიერება და განათლება გლობალიზაციაში“. კონფერენციის ფარგლებში, წარიმართება ინტერდისციპლინური დებატები ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და სოციალური მეცნიერებების სფეროებში გლობალიზაციის კონტექსტში.

 

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალში "Applied Research in Studies and Practice".

 

აბსტრაქტის წარდგენისა და რეგისტრაციის დედლაინია 5ოქტომბერი, 2020 წელი.

 

 სრული ნაშრომის წარდგენის თარიღია 15 ნოემბერი, 2020 წელი.

 

ნაშრომის წარსადგენად უნდა შეავსოთ დანართი გარანტიის ფორმა და გამოიყენოთ შაბლონი. კონფერენციის შესახებ ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს.

 

წარმატებას გისურვებთ!