საერთაშორისო რეიტინგები

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა QS მსოფლიო უნივერსიტეტების 2023 წლის რეიტინგის მიხედვით მე-7 ადგილს იკავებს საფრანგეთში, 22-ე ადგილს ევროპაში და 50-ე ადგილს მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია რომ გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა არის სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი (AACSB, EQUIS, AMBA). ხოლო ბიზნესის სკოლა კი წარმოადგენს საქართველოში მის ერთ-ერთ გარე კამპუსს.

 

  • კავკასიის ბიზნესის სკოლა დასახელდა საუკეთესოდ კავკასიის რეგიონში და მიენიჭა პირველი ადგილი ედუნივერსალის მიერ 2011-2017 წლებში.

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის 8 სამაგისტრო პროგრამა დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ედუნივერსალის სამაგისტრო პროგრამების რეიტინგში 2013-2017 წლებში.

 

  • 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტის 5 სამაგისტრო პროგრამა დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ედუნივერსალის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით ეს პროგრამებია: 

       

1.MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა;

2.MSc in Management მეცნიერების მაგისტრი მენეჯმენტში;

3.Grenoble MBA გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი;

4.Strategic Communication (PR) - სტრატეგიული კომუნიკაციის (პიარი) მაგისტრი;

5.Master of Public Healthcare - ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი.