აკადემიური წერის ცენტრის დაარსება კავკასიის უნვიერსიტეტში

22 აპრილი 2020
                                     

 

2020 წლის მარტში კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიური წერის ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც ხელმძღვანელობს ფილოლოგიის დოქტორი, თამარ ჩოკორაია.

 

ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგ აქტივობებს:

 

კონკრეტული პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებს სთავაზობს დამატებით აკადემიურ სერვისებს, სტუდენტთა აკადემიური უნარების განვითარება-გაუმჯობესებისათვის, შეიმუშავებს აკადემიური წერის სწავლების ერთიან კონცეფციას და განსაზღვრავს მის მიდგომებს, კოორდინირებას უწევს აკადემიური წერის სწავლებას კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლაში და უზრუნველყოფს სწავლების ერთიანი მიდგომების იმპლემენტაციას. ამასთანავე, გეგმავს და ახორციელებს აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

ცენტრის შექმნას საფუძვლად დაედო ერაზმუს + პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)”-ით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

პროექტ Integrity-ის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.