კვლევითი პროექტების კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ფონდების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში

12 ივნისი 2020

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა სამოქალაქო საზოგადოების ფონდების სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში (CSSA) კონკურსი, რომელიც იწვევს დოქტორანტურის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს აკადემიურ პროექტებზე სამუშაოდ.

 

CSSA უპირატესობას მიანიჭებს სამეცნიერო - კვლევით განაცხადებს, რომელთა თემები იქნება:

 

  • მზარდი ავტორიტარიზმისაგან დაცვა;
  • მდგრადი განვითარება, კლიმატის ზემოქმედება და კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქება;
  • ეკონომიკური სამართლიანობა და მშრომელთა უფლებები;
  • ინფორმაციული დემოკრატია;
  • COVID-19 პანდემიის გავლენა განმცხადებლის მშობლიურ ქვეყანასა თუ რეგიონზე.

 

CSSA დააფინანსებს მკვლევართა განაცხადებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

 

სტიპენდიანტები შეირჩევიან აკადემიური მიღწევებითა და ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით დაიცვან ღია საზოგადოების ღირებულებები. განმცხადებელს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი წელიწადში.  პროექტი შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 10 თვემდე.

 

მოთხოვნილი დაფინანსების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15000 დოლარს.

 

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • CV-ის უახლესი ვერსია;
  • პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდის ასლი;
  • დოქტორანტი აპლიკანტებისათვის - დასკანერებული ნიშნების ფურცელი/ტრანსკრიპტი ან მოპოვებული უმაღლესი ხარისხის საბოლოო შეფასება/ტრანსკრიპტი. პროფესორ-მასწავლებელი აპლიკანტებისა და დოქტორანტი განმცხადებლებისათვის - სწავლის პირველი წლის შედეგები;
  • მოწვევის წერილი შესაბამისი მიმართულების პროფესორისაგან ან ინსტიტუციის ადმინისტრაციის ხელძღვანელისგან, სადაც განმცხადებელმა პროექტის ფარგლებში კვლევა უნდა აწარმოოს (დასკანერებული დასაგანაცხადო ფორმაზე თანდართული).

 

დოქტორანტებმა ასევე უნდა წარადგინონ:

 

  • აკადემიური დაწესებულებიდან ოფიციალური წერილი მათი ჩარიცხვის სტატუსის დადასტურების შესახებ;
  • პერსონალური სარეკომენდაციო წერილი;
  • აკადემიური სარეკომენდაციო წერილი;

 

პროფესორ-მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • ოფიციალური წერილი დამსაქმებლისგან, რომელიც დაადასტურებს განმცხადებლის მოთხოვნილი დროით დაკავებული თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების უფლებას;
  • აკადემიური სარეკომენდაციო წერილი ზემდგომი კოლეგისგან.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2020 წლის 22 ივლისი, თბილისის დროით 19:59 საათი.

 

რეკომენდებულია ონლაინ განაცხადების გაგზავნა. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილეთ დანართი დოკუმენტი.

 

 

წარმატებას გისურვებთ!