ეკონომიკის სკოლის სტუდენტის სასწავლო ვიზიტი ევროკავშირში

26 ნოემბერი 2018

15-25 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი, დავით ესათია, ევროპის საგანმანათლებლო ცენტრის პროგრამის ფარგლებში და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლეს ორგანოებში:

 

  • ევროპის საბჭო (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროკომისია (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროპარლამენტი (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროპარლამენტი, პლენარული სესია (სტრასბურგი-საფრანგეთი)
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროპის რეგიონალური კომიტეტის აპარატი (ბრიუსელი-ბელგია)

 

დავით ესათია იმყოფებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ჰააგა-ნიდერლანდები), სადაც გაეცნო საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის პრინციპსა და სტრუქტურას.