CSG-ის სტუდენტმა პირველი ადგილი დაიკავა საერთაშორისო კონფერენციაზე

5 მაისი 2012
საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპულ სივრცეში“ ქალაქ თბილისის მერიისა და კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ესტონეთის, პოლონეთისა და ავსტრიის 30–მა სტუდენტმა მიიღო.

კონფერენცია სამი სექციისგან შედგებოდა. მარიამმა საკუთარი ნაშრომი წარადგინა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და ევროინტეგრაციის სექციაში. თავად თემა სოციალური მედიის არჩევნებში გამოყენებას შეეხებოდა. ჟიურიმ გამარჯვებულები სამეცნიერო ნაშრომის, პრეზენტაბელურობისა და აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარების კრიტერიუმებით გამოავლინა.

კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.