ჟან მონე 2019 პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) - პრეზენტაცია

18 დეკემბერი 2019

                                                           

                                                           

                                                                

 

 

17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა  ჟან მონე 2019 წლის გამარჯვებული პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS)  - პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და ევროპისმცდონეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

 

პრეზენტაცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დირექტორმა ირენა მელუამ, რომელიც მიესალმა პროექტის გუნდს და დამსწრე საზოგადოებას და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელით აღნიშნა Erasmus+ პროგრამებისა და ამ პროგრამებში კავკასიის უნივერსიტეტის მონაწილეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის, მათი ოჯახებისათვის.

 

პროექტის კოორდინატორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა პროფესორმა გურანდა ჭელიძემ აუდიტორიას გააცნო პროექტის მიზნები, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროექტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. მანვე ისაუბრა პროექტის განხორციელებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაწილეობის მნიშვნელობისა და პროექტის შედეგად მოსალოდნელი გავლენების შესახებ. აუდიტორიის წინაშე წარსდგა პროექტის წამყვანი ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე ქარდავა. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა, რომელმაც აღნიშნა სკოლის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების  როლის შესახებ კონკრეტული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაში, ევროპული ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გააზრებაში. დასასრულს, პროექტის გუნდმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.