ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტუდენტური კონფერენცია

7 მაისი 2019

4 მაისს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში."

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მეორე კურსის სტუდენტებმა, ქეთევან კვანტალიანმა და სოფიკო უშხვანმა, თემებით: "მთიანი საქართველოს ტურისტული პოტენციალი" და "დმანისის ნაქალაქარი - როგორც ქვემო ქართლის განვითარების ფაქტორი."

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.

 

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციაც.