ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური ასამბლეა

27 თებერვალი 2010
მისაღებად.

ფორუმს ესწრებოდა ევროპის 24 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი. შეკრება ჩატარდა ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე, რომელიც ჩვენი სკოლის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შეხვედრა ჰქონდათ სლოვენიის პრეზიდენტთან და ლუბლიანას მერთან.

ასამბლეის მსჯელობის მთავარი თემა იყო ბოლონიის პროცესის 10 წლისთავი და იურიდიული ფაკულტეტების შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები.

თემატური მსჯელობის შემდეგ მიღებული რეზოლუცია არაორაზროვნად მოუწოდებს იურიდიულ ფაკულტეტებს ფრთხილად მოეკიდონ სტუდენტების მობილობის პროცესს, მექანიკურად არ მიუდგნენ ევროპული კრედიტების აღიარების საქმეს ე. წ. "დუალ პროგრამების" ამოქმედებას და ორი ხარისხის დიპლომების გაცემას. ძირითადი მიზეზად ასეთი სიფრთხილისა დასახელდა ორი გარემოება: პირველი – სადღეისოდ დიდია ეროვნულ სამართლებრივ ინსტიტუტებს შორის განსხვავებულობა თვით ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის და შესაბამისად მნიშვნელოვანია სხვაობა სამართლის საგნების შინაარსობრივ სპეციფიკაში; მეორე – არ არსებობს ევროპის საგანმანათლებლო სტანდარტები იურისპრუდენციაში და ისეთი სტრუქტურა, რომელიც ევროპის სივრცეში აღიარებული იქნებოდა პროგრამული აკრედიტაციის ავტორიტეტულ სააგენტოდ. ფორუმის მონაწილეები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავდნენ არსებულ მნიშვნელოვან სხვაობაში ეგრეთწოდებულ LL.M პროგრამასა და სამართლის მაგისტრის პროგრამას შორის (კრედიტების მოცულობისა და შესაბამისად ხანგრძლვობის თვალსაზრისით), ეს მაშინ როცა ძალიან ხშირად ამ აკადემიურ ხარისხებს ათანაბრებენ, რაც ყოვლად დაუშვებლად აღიარეს.

სესიის მიმდინარეობის პროცესში მიღწეული იქნა შეთანხმება 2010 წლის ივლისში "ზაფხულის სკოლის" პროგრამით გავაგზავნოთ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სკოლის 2 გერმანულენოვანი სტუდენტი და ვილნიუსის ნიკლოლას რომერის უნივერსიტეტში კი 5 ინგლისურენოვანი სტუდენტი. ამ დროისათვის კოლეგების ბატონ ვიტაუტას ნეკროჩიუსის და ქალბატონ დალია ვასარინეს დაპირებით მომზადდება თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი სამივე სკოლის აკადემიური პროგრამების კოოპერირებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით.

სესიამ აირჩია ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ახალი პრეზიდენტი, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ვიცე-რექტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ჯასეკ პეტზელი, შესაბამისად სწორედ ქ. ვარშავაშია ნავარაუდევი გაიმართოს ამ ორგანიზაციის წევრების შემდგომი შეკრება.