CHS სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

30 სექტემბერი 2016

28  სექტემბერს, გაიმართა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

 

  • შალვა ბიჭიაშვილმა  წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევები საქართველოს მაღალმთიან  რეგიონებში”, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა გიორგაძე
  • ვერიკო გერაძემ  დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა 2011-2015 წლებში იმერეთის რეგიონში”, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა გიორგაძე
  • ელენე კუპრაშვილმა წარმატებით  დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში”, ხელმძღვანელი პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი, ნატა ყაზახაშვილი
  • თამარ მიქაუტაძემ  დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეფექტურობა საქართველოში“, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა გიორგაძე
  • თამარ რომელაშვილმა წარმატებით  დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ჰოსპიტალურ მენეჯმენტში ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ასპექტები”, ხელმძღვანელი პროფესორი, ეკონომიკის  დოქტორი, მაია გონაშვილი
  • ნატო ჭლიკაძემ წარმატებით  დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,საოჯახო მედიცინის  განვითარება საქართველოში”, ხელმძღვანელი პროფესორი, ეკონომიკის  დოქტორი, მაია გონაშვილი