მიღების წესები

მიღების წესი

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
• საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (A ტიპის ტესტი);
• კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია 



1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
4. 2 ფოტოსურათი 3X4
5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
6. 2 რეკომენდაცია
7. შევსებული აპლიკაციის ფორმა

 

ვადები

 

  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 9 სექტემბერი;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 12 სექტემბერს;
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 14 სექტემბერს.

 

გადახდის პირობები


სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.