პროგრამის სტრუქტურა

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა სტუდენტზე ორიენტირებულია; გაწერილია ECTS კრედიტ სისტემის მიხედვით და ითვალისწინებს სტუდენტის ისეთ აკადემიურ დატვირთვას, რომელიც აუცილებელია პროგრამის სწავლის შედეგების მისაღწევად.  

 

პროგრამა მოიცავს 360 კრედიტს. 60 კრედიტი ერთ წელიწადში; 30 კრედიტი ერთ სემესტრში. შესაბამისად პროგრამის ხანგრძლივობა არის 6 წელი/12 სემესტრი. თითოეული აკადემიური წელი შედგება ორი სემესტრისგან - შემოდგომისა და გაზაფხულის; თითოეული სემესტრი მოიცავს 19 კალენდალურ კვირას; ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობა 38 კვირაა.

 

ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ინდივიდუალური აკადემიური დატვირთვა შესაძლებელია იყოს 60 კრედიტზე ნაკლები, მაგრამ არ უმეტესი 75 კრედიტისა.

 

ერთი ECTS უდრის 25 კრედიტ საათს საკონტაქტო (სალექციო, სასემინარო და პრაქტიკულ მეცადინეობებს) და დამოუკიდებლად მუშაობის საათების გათვალისწინებით.  

 

პროგრამაში შედის:

 

  • სავალდებულო საგნები - 346 ECTS
  • ინტეგრირებული მოდულები - 60 ECTS
  • საბაზისო/კლინიკის წინა საგნები 82 ECTS
  • კლინიკური საგნები - 173 ECTS
  • კლინიკური ინტერნატურა - 14 ECTS
  • სამეცნიერო უნარ-ჩვევები 17 ECTS
  • არჩევითი საგნები - 14 ECTS