კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტების გასვლითი ლექცია

30 ნოემბერი 2019

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტები, გასვლითი ლექციის ფარგლებში, სოფელ პატარძეულში, კახური ტრადიციული მეღვინეობის ღვინის ქარხანას ეწვივნენ.

 

კახური ტრადიციული მეღვინეობა ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზარს ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.  

 

სტუდენტებმა საწარმოს მენეჯერსა და მთავარ მეღვინეს შეკითხვები დაუსვეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ღვინის საწარმოო პროცესებზე, ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობაზე, ღვინის ღირებულებათა ჯაჭვსა და დარგში არსებულ ადგილობრივ და გლობალურ ტენდენციებზე. მიღებული ცოდნა სტუდენტებს აგრარული ეკონომიკის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებაში დაეხმარება.