მიღების წესები

საერთაშორისო ურთიერთობების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. მიღების წინაპირობაა ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად ინგლისური ენის ჩაბარება, ხოლო არჩევით საგნად შესაძლებელია ჩაბარებულ იქნას ისტორია/გეოგრაფია/მათემატიკა/ლიტერატურა/სამოქალაქო განათლება.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში. 

 

სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 5, 900 ლარი.

 

ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგების მიხედვით, რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) სარგებლობს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.