პროგრამის სტრუქტურა

საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 180 ECTS კრედიტი ეთმობა პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.  მათ შორის:

 

a)       20 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნები

b)       20 კრედიტი - ინგლისური ენა

c)       20 კრედიტი - მეორე უცხო ენა

d)       120 კრედიტი - დარგობრივი და პროფესიული სავალდებულო საგნები

 

 სტუდენტს საშუალება ეძლევა დანარჩენი 60 ECTS კრედიტი აირჩიოს:

 

-          60 ECTS კრედიტის ოდენობის სასწავლო კურსები ამავე პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი და პროფესიული არჩევითი მოდულიდან და/ან არაუმეტეს 20 ალტერნატიული/თავისუფალი კრედიტი კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, ან/და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შედეგად, ან/და პრაქტიკის გავლის შედეგად, ან/და პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებიდან, ან/და ECTS კრედიტების მიმნიჭებელი სხვა პროგრამებიდან, რაც უნდა რეგულირდებოდეს კავკასიის უნივერსიტეტს და კრედიტის მიმნიჭებელ სხვა პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შორის შეთანხმებით;

-          60 ECTS კრედიტის მოცულობით კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, სოციალური მუშაობისა და ადამიანური რესურსების მართვის, კინომცოდნეობის სპეციალობები), ან სხვა სკოლაში მოქმედი მაინორის დამატებითი სპეციალობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტის წესდების და რეგულაციების შესაბამისად.

 

საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს საშუალება ეძლევა ცალკეული სასწავლო კურსები გაიაროს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტ(ებ)ში. გავლილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარების საკითხი გადაწყდება  კანონმდებლობით, აგრეთვე უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლას საბაკალავრო საფეხურზე გააჩნია უნიკალური გაცვლითი პროგრამები შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებთან:

 

  1. Baltic International Academy (ლატვია)
  2. Collegium Civitas (პოლონეთი)
  3. Corvinus University of Budapest (უნგრეთი)
  4. ESAN University (პერუ)
  5. F Oberlin University (Japan)
  6. Kaunas University of Technology (Public Administration\IR) (ლიტვა)
  7. LCC International University (ლიტვა)
  8. Mykolas Romeris University (ლიტვა)
  9. National University of Political Studies and Republic Administration (რუმინეთი)
  10. Riga International School of Economics and Business (RISEBA) (ლატვია)
  11. Tallinn University of Technology (ესტონეთი)
  12. University of Warsaw (პოლონეთი)
  13. Webster University (ნიდერლანდები)
  14. Jagielloian University (Lithuania)
  15. Fairleigh Dickinson University (ნიუ ჯერსი, აშშ)
  16. Nijmegen School of Management, Radboud University (ნიდერლანდები)
  17. The University of Alcala – (ესპანეთი)
  18. Turin School of Local Regulation – Summer School (იტალია)
  19. Vytautas Magnus University- ლიტვა

 

ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ერასმუს + მობილობით შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. Collegium Civitas (Political Science, International Relations) პოლონეთი
  2. LCC International University (Political Science) ლიტვა
  3. Riga Graduate School of Law (Bachelor only) ლატვია
  4. SMK University of Applied Social Sciences, ლიტვა
  5. Radboud University, Nijmegen, ნიდერლანდები

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.