შეხვედრა ირაკლი კოტეტიშვილთან

13 დეკემბერი 2011


შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საჯარო სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესების უფრო ახლოს გაცნობა. აღნიშნულმა შეხვედრამ ერთის მხრივ, რეფორმის საჯაროობას და მეორე მხრივ, კავკასიის მართვის სახელმწიფო სკოლის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას შეუწყო ხელი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურის სისტემაში რეფორმის ძირითად ამოცანებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ახალი საჯარო მმართველობის მოდელის დანერგვა, ელექტრონული კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შემუშავება, საჯარო სამსახურის მოქნილი და ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები.

{phocagallery view=category|categoryid=123|limitstart=0|limitcount=0}