კავკასიის უნივერსიტეტში ლიტერატურული კლუბი დაარსდა

29 აპრილი 2012

27 აპრილს კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ლევან ბერძენიშვილი. შეხვედრაზე სტუდენტებმა სტუმართან ერთად განიხილეს ფიოდორ დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები".

კლუბის შექმნის მიზანია, რომ სტუდენტებმა ლიტერატურაში საბაზისო ცოდნა მიიღონ. მათ შესაძლებლობა ექნებათ ყოველკვირა შეხვდნენ და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარონ.