ლექცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

11 მარტი 2012
ლექციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სამინისტროს სტრუქტურა, სტუდენტები გაეცნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.  აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურის ფორმირებასა და საქმიანობას. ლექციას უძღვებოდა სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატიის ისტორიის ლექტორი დავით დონდუა, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს.  ლექცია აგრეთვე წაიკითხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე აკობიამ.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.