CSG-ის დეკანი Nispacee საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახდა

28 მაისი 2018

24-26 მაისს, იაშში (რუმინეთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) 26-ე ყოველწლიური კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრირება კეთილდღეობისა და ზრდისთვის“ გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, რომელმაც კონფერენციის ორ გენერალურ სესიას უხელმძღვანელა.

 

ეკა აკობია კავკასიის უნივერსიტეტის/ორგანიზაციის ასოცირებული წევრის მიერ წარდგენილ იქნა Nispacee საორგანიზაციო კომიტეტის წევრის არჩევნებზე. კონფერენციის ფარგლებში შეკრებილი გენერალური ასამბლეის სესიაზე იგი ერთხმად აირჩიეს კომიტეტის წევრად. საორგანიზაციო კომიტეტი ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურაა. იგი შვიდი წევრისგან შედგება, ხოლო ორგანიზაციის პრეზიდენტი აირჩევა მის წევრებს შორის.

 

Nispacee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია (ამ ეტაპზე ქსელში გაწევრიანებულია 75 უნივერსიტეტი) და ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში.

 

2008 წლიდან მოყოლებული ქსელი გამოსცემს ჟურნალს - The NISPAcee Journal of Public Administration and Policy, რომელიც ინდექსირებულია არაერთ აკადემიურ ბაზაში, როგორიცაა ელსევიერი, კლარივატ ანალიტიკა, სიმაგო, ებსკო და ბევრი სხვა.