სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები

შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენციები

 

კავკასიის უნივერსიტეტის სკოლები უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, 2003 წლიდან ყოველწლიურად მართავენ შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენციებს.

 

კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

 

კონფერენციის მიზანია:

 

ა) ქვეყნის განვითარების ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა;

ბ) სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა