ჩვენ შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით საქმიანობას.

 

ამ მიზნის მისაღწევად, დეპარტამენტი მხარს უჭერს უნივერსიტეტის სკოლებისა და კვლევითი ერთეულების, ასევე აკადემიური და კვლევითი პერსონალის ინდივიდუალურ ინიციატივებს.


დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

 

ურთიერთობა საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და შესაბამის საგრანტო კონკურსებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა, მათ შორის, შესაბამისი მონაცემების მართვა;

 

უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ადმინისტრირება, მიმდინარე კვლევითი პროექტების პროგრამული მონიტორინგი;


აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის გასაძლიერებლად, თემატური ღონისძიების დაგეგმვა.