კარინა ვამლინგი

ჯილდო - "ქართული ენის ქომაგი"

 

ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ 2024 წელს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, შვედ ენათმეცნიერს - მალმეს უნივერსიტეტის პროფესორ კარინა ვამლინგს გადასცა, ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის. პროფესორმა ვამლინგმა მოკლედ მოუთხრო საზოგადოებას იმ კვლევებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მან განახორციელა წლების განმავლობაში და გამოხატა მადლიერება საპატიო ჯილდოს გადაცემისათვის.

 

ყოველწლიური ნომინაცია „ქართული ენის ქომაგი“ კავკასიის უნივერსიტეტმა დააარსა  განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული იდეების განხორციელებისათვის ცნობილი ქართველოლოგებისა თუ ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პირებისათვის.

 

სპეციალურად შექმნილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით მოღვაწე მკვლევრის, გამორჩეული იდეის, ავტორისა თუ მნიშვნელოვანი პროექტების განმახორციელებელი ქართველოლოგის დაჯილდოების შესახებ. ჯილდოს - „ქართული ენის ქომაგი“- ყოველწლიური ხასიათი აქვს და გადაეცემა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებს. კავკასიის უნივერსიტეტის მისიის ნაწილია მიზნობრივი პოლიტიკის გატარება სახელმწიფო ენის სათანადო ფუნქციონირებისა და ქართველოლოგიური კვლევების მხარდაჭერის მიმართულებით.

 

ყოველწლიური ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივითა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაწესდა.