პრეზიდენტი

Kakha Shengeliaუნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე ვცდილობდით კონკრეტული სარგებელი მოგვეტანა თითოეული სტუდენტისთვის.  როდესაც ამოსავალი წერტილი განათლების მიღების სურვილია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის ნება და იმ ფუნდამენტური უფლების ასრულება რასაც ცოდნის მიღება ქვია. 

 

უკვე წლებია მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და რეპუტაცია, იყოს საუკეთესო - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ჩვენს მიერ წლების მანძილზე დამყარებულ საერთაშორისო კავშირებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - ღრუბელივით აგვესრუტა კარგი და უარი გვეთქვა ძველსა და დრომოჭმულზე. ამიტომაც კავკასიის უნივერისტეტის პროგრამები მსოფლიო დონის პროგრამების ნუსხაში ხვდება.  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ CU-ს სტუდენტის სტატუსი და უცხოეთში ისწავლონ.

 

მე მქონდა იდეა გამეკეთებინა უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე ჭკვიანი, განათლებული, მიზანდასახული მოქალაქეების სასწავლებელი იქნებოდა; იმ ადამიანების ვისაც არამხოლოდ პროფესიული ცოდნა აქვთ, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. 

 

მაშინ ბევრმა ჩემი სურვილი აკვიატებად ჩათვალა. ომგადახდილ ქვეყანაში ვის სჭირდება ეს? მე კი ვეუბნებოდი მათ - განათლება ზუსტად ისაა, რაც ომგადახდილ ქვეყანას სჭირდება. 

 

დიპლომი, რომელიც ახალგაზრდებს ეძლევათ პროგრამის დასასრულს პირადად  ჩემთვის არის დასტური იმისა, რომ ოცნებები ხდება.  

 

ჩვენი კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიონალიზმით პასუხობენ მათ, ვინც ეჭვის თვალით უყურებდა საქართველოში ყველაზე მაგარი უნივერსიტეტის დაარსების სურვილს. ამ ახალგაზრდების წარმატებას ჩემს პირად წარმატებად ვთვლი. 


კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სრული ბიოგრაფია.

 

 

კახა შენგელია, 

პრეზიდენტი