კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2021 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირები:
 
 
 პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით:
 
 აზა ჭანტურია - ინფორმაციული ტექნოლოგიები / მათემატიკა, ინფორმატიკა;
 მაქსიმ იავიჩი - ინფორმაციული ტექნოლოგიები / პროგრამირება;
 მერაბ თავართქილაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიები / კომპიუტერული სისტემები  და ქსელები.
