კურსდამთავრებულთათვის

კავკასიის უნივერსიტეტი მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენი კურსდამთავრებულების უწყვეტ ჩართულობას მის პროგრამებში, პროექტებში და სტუდენტების აქტივობებში. ჩვენი უნივერსიტეტი საუკეთესო პლატფორმაა შემოქმედი, თვით-მართვადი, დამოუკიდებელი ინსტიტუციებისთვის. მსგავსი აქტივობები ემსახურება კაცობრიობის საერთო წარმატებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტში ყველა პირობაა რომ ღია, ინოვაციური, სამართლიანი და სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს. სწორედ ამიტომ კავკასიის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამსახური. ის მრავალფეროვანს გახდის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას და მისცემს მათ საშუალებას აქტიურად ჩაერთონ საერთო საქმეში.