CSG-ის ჟან მონეს მოდულის კონფერენცია - ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები

12 June 2026

12 ივნისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს სასწავლო მოდულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია - „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, განათლებისა და ურბანისტიკის წამყვან ექსპერტებთან. ექსპერტები ისაუბრებენ ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკებზე და მათ უკან მდგარ ღირებულებებზე.

 

  • ევროპული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების შესახებ მოხსენებას გააკეთებს კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიზნეს სკოლების პროფესორი და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა;
  • ევროპული განათლების სისტემების შესახებ ისაუბრებს განათლების მკვლევარი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი სიმონ ჯანაშია;
  • ევროპული ქალაქგეგმარების პრაქტიკებსა და ღირებულებებს განიხილავს ქალაქმგეგმარებელი და ურბანული ტრანსპორტის სპეციალისტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქალაქგანვითარების დაგეგმვის მაგისტრი ელენე ხუნდაძე.

 

თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ღირებულებითი და იდეოლოგიური პრინციპები დგას ევროპული ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და ურბანისტიკის სფეროების უკან და რა შეიძლება ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან.

 

დისკუსიას მოდერირებას გაუწევს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი გიორგი ცხადაია.

 

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

 

ჟან მონეს მოდული ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. გრანტი გაიცემა უმაღლესი განათლების სფეროში, სასწავლო პროცესში მსმენელებისთვის ევროკავშირის სწავლების ინოვაციური და განსაკუთრებული შინაარსის მისაწოდებლად.