ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ლექცია - ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

11 June 2026

11 ივნისს,15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა ალექსანდრე ვინიკოვი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც წარუძღვება ლექციას ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სავარჯიშო-სიმულაციაში.

 

სიმულაციის ფარგლებში, მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და უფრო ღრმად გაეცნობიან ნატოს სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებს.

 

ლექციაზე დასასწრებად გაირეთ რეგსიტრაცია - ბმულზე.

 

სიმულაციაში მანაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია - მითითებულ ბმულზე.

 

რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის ფორმა დაიხურება მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით. რეგისტრირებულ სტუდენტებს ღონისძიების შესახებ დამატებით ეცნობებათ ელ-ფოსტით.