11 ივნისს,15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა ალექსანდრე ვინიკოვი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც წარუძღვება ლექციას ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სავარჯიშო-სიმულაციაში.
სიმულაციის ფარგლებში, მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და უფრო ღრმად გაეცნობიან ნატოს სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებს.
ლექციაზე დასასწრებად გაირეთ რეგსიტრაცია - ბმულზე.
სიმულაციაში მანაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია - მითითებულ ბმულზე.
რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის ფორმა დაიხურება მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით. რეგისტრირებულ სტუდენტებს ღონისძიების შესახებ დამატებით ეცნობებათ ელ-ფოსტით.
