თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია "ავერსს" შორის

14 October 2021

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია "ავერსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 

მემორანდუმს ხელს მოაწერენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.