თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია "ავერსს" შორის

14 ოქტომბერი 2021

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია "ავერსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 

მემორანდუმს ხელს მოაწერენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.

 

მემორანდუმის მიზანია, თანამშრომლობამ ხელი შეუწყოს შეუწყონ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებასა და განზოგადებაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებასა და სტაჟირების/დასაქმების შესაძლებლობაში.