25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “SECURE”-ის ფარგლებში, გაიმართა კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი: “5G და შემდგომი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-მდე დაინტერესებულმა პირმა, როგორც სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურიდან ასევე საგანმანათლებლო სექტორიდან.
მონაწილეებს, სპეციალურად ამ ჰაკათონისთვის შექმნილი ე.წ. CTF დავალებები უნდა შეესრულებინათ. შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - „საქართველოს საუკეთესო ჰაკერი 2026“ - გიორგი გელაშვილი, რომელსაც ღონისძიების სპონსორისგან MSI -სგან გადაეცა ე.წ. Gaming Laptop-ი. სხვადასხვა სიმბოლური პრიზი MSI -სგან გადაეცა ასევე მონაწილეებს.
ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ღონისძიება ჩატარდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით. ხოლო პარტნიორებია Fortinet, Integra.
პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://erasmus-secure.eu
