European Public Law Organization (EPLO)

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (The European Public Law Organization - EPLO) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მიმართულია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ სამართლებრივი განათლების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

 

ორგანიზაცია ხელს უწყობს სამართლებრივი განათლებისა და პროფესიული სრულყოფის განვითარებას, მხარს უჭერს ინსტიტუციურ განვითარებას, საჯარო მმართველობის რეფორმასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

2013 წელს, კავკასიის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის - The European Public Law Organization (EPLO) სრულუფლებიანი წევრი.

 

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO)