სისხლის სამართლის პროცესი სტუდენტებისათვის

19 May 2026

10 და 17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ,,ლეგის აკადემიის” კოლაბორაციით, სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის, ორ ეტაპიანი სასწავლო იმიტირებული პროცესი ჩატარდა.

 

პირველ ეტაპზე სტუდენტები გაეცნენ საქმის მასალებს, სისხლის სამართლის საქმის წარმართვის სპეციფიკას. მეორე ეტაპზე კი სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში ჩაატარეს იმიტირებული პროცესი.  

 

პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის რეალური პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. ისინი მენტორთა დახმარებით, ერთი კვირის განმავლობაში ამუშავებდნენ რეალური საქმის ირგვლივ საგამოძიებო ოქმებს,

 

იკვლევდნენ ნივთიერ მტკიცებულებებს და ქმნიდნენ საქმის ირგვლივ სტრატეგიას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აქტიურად სთავაზობს სტუდენტებს პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს, რათა მომავალმა იურისტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური გამოცდილება მიიღონ.