დაფინანსება ელექტროინჟინერიისა და ენერგეტიკის პროგრამაზე

კავკასიის უნივერსიტეტისა და პარვუს ჯგუფის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. პროგრამა მოიცავს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებებს.

 

პროგრამის კოდი აბიტურიენტების ცნობარში: 1220113

 

ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს გრანტი, რომელიც სწავლას სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს. 



CU დაფინანსება 1 - ტოპ 501 - კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:

 

  • პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას;
  • მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით, ისწავლის უფასოდ სრული პროგრამის განმავლობაში.

 

CU დაფინანსება 2 - CU გრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეთავაზება ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:

 

  • პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას;
  • მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას, წლიურად 1500 ლარს,  სრული პროგრამის განმავლობაში.

 

Parvus-ის დაფინანსება - აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ სრულიად უფასოდ ან თანადაფინანსებით, კომპანია პარვუს ჯგუფი დააფინანსებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ პირველ 10 სტუდენტს, რაც გულისხმობს შემდეგს: აბიტურიენტს, რომელსაც პირველ პრიორიტეტად ექნება არჩეული ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამა და ჩარიცხულთა შორის, საკონკურსო ქულით მოხვდება პიველ 5 აბიტურიენტს შორის ისწავლის სრულიად უფასოდ, შემდეგი 5 კი - 50%-იანი თანადაფინანსებით. 

 

Parvus სტიპენდია - სტუდენტი, რომლის GPA პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ იქნება 3,5 და მეტი მიიღებს ,,პარვუსის სტიპენდია''-ს.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.